მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ - ეკატერინე ტიკარაძე

614af32ca019c
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 13:16
867
„ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა ნამდვილად არ გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მუხროვანში ამბულატორიის გახსნის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად დღეისთვის პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებული საკონსულტაციო რესურსი სრულად უნდა იქნას გამოყენებული.

„მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა, გვქონდა. ამიტომ, ამასთან მიმართებით პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან კომუნიკაცია გავზარდეთ, რომლებმაც უნდა აწარმოონ ინტენსიური არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ახსნა-განმარტება და საინფორმაციო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რაც ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად გაზრდის. გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებსაც გაცემული აქვთ დავალებები და მითითებები როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამასთან, გვაქვს ზუსტი ხედვა რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა, რითიც დღეისთვის პირველადი ჯანდაცვის ექიმები ხელმძღვანელობენ, რათა ვაქცინაციის ტემპის გაზრდა მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ 60 წელს ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმები სწორედ ამ სოციალურ კატეგორიაში უნდა გააქტიურდნენ.

„ჩვენთვის სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა კრიტიკულია, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის პერიოდშიც  გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი გვექნება. დღეისთვის 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა  სწორედ ამ ჯგუფზე არის მოთხოვნილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.