მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი გაყიდა, ტრანზაქციის კურსი 2,9699 იყო

5ddd18de27dad
BM.GE
26.11.19 16:16
1038
2019 წლის 26 ნოემბერს გამართულ  სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20,000,000 აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონის შედეგების მიხედვით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა ერთ დოლარზე 2.9699 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს 17:00-ზე გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, სავალუტო ინტერვენციის შედეგად ოფიციალური გაცვლითი კურსი გამყარდება. 

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი მკვეთრად გაუფასურდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დოლარის გაცვლითი კურსი 2.9890 ლარსაც აღემატებოდა.

ამ დროისთვის Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 2.9710 ლარი ღირს.