04.თებერვალი.2016 12:01
მსოფლიო

სავალუტო ფონდი ბაქოს რეფორმებს და მოქნილ სავალუტო კურსს ურჩევს

სავალუტო ფონდი ბაქოს რეფორმებს და მოქნილ სავალუტო კურსს ურჩევს
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, აზერბაიჯანს მოუწოდა დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, შეიმუშაოს ფისკალური კონსოლიდაციის გეგმა, გაძლიეროს საფინანსო სექტორი და გაატაროს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მანათის გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. ამის თაობაზე Reuters, სსფ-ის მისიის მიერ აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ნავთობზე და გაზზე, აზერბაიჯანის ექსპორტის 95% და საბიუჯეტო შემოსავლების 75% მოდის. ნავთობის გაიაფებამ დაახლოებით $30-მდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკას კატასტროფული დარტყმა მიაყენა.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანი მანათის მცურავ კურსზე გადავიდა, ხოლო მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ნახევარი დახარჯა. ბოლო თვის განმავლობაში მანათმა აშშ დოლარის მიმართ ღირებულების მესამედი დაკარგა და ამან ინფლაციის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

"წინ თუ გავიხედებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური ზრდა და ზეწოლა საგადასახდელო ბალანსზე, ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად დარჩება უახლოეს მომავალში", - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ელ კორჩიმ.

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს მთავრობის გეგმას შეამციროს ხარჯები მდგრად დონემდე და ფოკუსირება მოახდინოს პროექტების ეფექტიანობაზე. აზერბაიჯანის მთავრობამ მხარი დაუჭირა ბიუჯეტში ცვლილებებს, სადაც ბარელი ნავთობის ფასი $25-ად განსაზღვრა, ინფლაცია - 10-12%-ად. ცვლილბები აზერბაიჯანის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

26.ივნისი.2019 00:20
271

Apple სამუშაო ადგილებს ზრდის

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:10
286

Flixbus-სს კონკურენტი გამოუჩნდა

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:02
1760

Грузия –ს ნაცვლად Сакартвело - პოროშენკოს ინიციატივა უკრაინის საგარეო უწყებას

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:30
412

ავიაკომპანია Eurowings ფასებს ამცირებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:10
293

რა იმალება ქართული პროტესტის უკან - Zenith თბილისურ პროტესტზე წერს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:00
108

უკრაინამ 1000 გრივნას ნომინალის ბანკნოტი გამოუშვა

ვრცლად