მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კორონავირუსის გამო, ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრას აუქმებენ

5e60b9d796554
შოთა ტყეშელაშვილი
05.03.20 12:35
842
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ვაშინგტონში 2020 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა. 

ამ ნაბიჯით ორგანიზაციები კორონავირუსის პრევენციას გეგმავენ. 

დღესვე მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომლის თქმითაც, IMF-მა სესია ონლაინ-შეხვედრით ჩაანაცვლა. 

"ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ სავალუტო ფონდში გაუქმდა ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები და გადაწყდა, რომ მხოლოდ ვიდეო კონფერენციებით მოხდება ჩართვები,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ამასთანავე, IMF-ის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია $50 მილიარდს გამოყოფს კორონავირუსის მძიმე ეკონომიკური ეფექტების შესარბილებლად. 

ამავდროულად, ფონდი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გააქარწყლა მიმდინარე წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდის მოლოდინები და 2020 წელი გლობალური ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით ყველაზე ნელი პერიოდი იქნება 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

IMF-ის დირექტორის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით თუ რა მასშტაბის ეფექტი ექნება კორონავირუსს, მაგრამ ის ცხადია, რომ 2020 წელი ბევრად ნაკლებად სახარბიელო შედეგებით დასრულდება გასულ წელთან შედარებით.