მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაიხსნება" - რომან კაკულია

5ec29ff0253bf
თელარა გელანტია
18.05.20 19:50
785
„სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაიხსნება“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„პირდაპირ დღე შეიძლება ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. დღეს ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ჯიხურები გაიხსნება ანუ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: სავალუტო ჯიხურები 31 მარტიდანაა დახურული.