მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კახა კალაძე

5ecbbc4a040ad
ინგა მურუსიძე
25.05.20 16:38
2194
სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის და მთავრობა სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდება.

„ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. დღეს გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც, პირადად, მე დავსვი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს. როგორი წესებით უნდა იარონ ადამიანებმა. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შევასრულებთ მას“, - განაცხადა კალაძემ.