მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავარაუდოდ კერძო სექტორში დავრჩები“ - ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფს“ ტოვებს

5feafa67139fb
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 13:48
3232
ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფს“ ტოვებს - ინფორმაცია ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ BM.GE-ის დაუდასტურა, თუმცა როდის დატოვებს ოფიციალურად დაკავებულ თანამდებობასა და კომპანიას არ დაუკონკრეტებია.

ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფიდან“ წასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს და სამომავლო გეგმების გაჟღერებას კომპანიიდან საბოლოოდ წამოსვლის შემდეგ აპირებს.

„ჯერჯერობით ვრჩები „აჭარა ჯგუფში“, თუმცა წასვლას ვაპირებ, თუმცა ჯერ არა. ალბათ ერთ თვეში უფრო კონკრეტულად შემეძლება საუბარი. მიზეზებზეც მერე რომ ვისაუროთ ჯობია“, - განაცხადა ჩეხერიამ.

კითხვაზე - ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღავნელის ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენისთვის და გეგმავს თუ არა საჯარო სექტორში გადასვლას, ვალერი ჩეხერიამ უპასუხა: „გიდასტურებთ, რომ ამ თანამდებობაზე არ მივდივარ. შეიძლება ჩემი კანდიდატურა განიხილებოდეს, მაგრამ მე არ მივდივარ. სავარაუდოდ კერძო ბიზნესში დავრჩები და სტუმარ-ამასპინძლობის სფეროში განვაგრძობ მუშაობას“.