მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ, პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში - ამირან გამყრელიძე

608014b83f08e
ინგა მურუსიძე
21.04.21 16:33
544
კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ელოდებიან. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პიკი იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, არა ისეთი დრამატული, როგორც წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

„ეპიდვითარება უარესდება, იმატებს ყველა ინდიკატორი, მათ შორის ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ა.შ. ალბათ მოსალოდნელია, მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად ზრდა. სავარაუდოდ, პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

ჩემი აზრია, რომ ასეთი დრამატული ზრდა, როგორიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, არ უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით, 650 ათასამდე ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს.

გარდა ამისა, მოდის ზაფხული და რესპირატორული დაავადებები ნაკლებია, ამიტომ ვფიქრობთ, შეიძლება პიკი იყოს ცოტა რბილი და არა ასე დამთრგუნველი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.