მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, საყურადღებოა "ავერსი" - მინისტრი

5f50a1b68cd71
ინგა მურუსიძე
03.09.20 11:55
1750
ვვარაუდობთ, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„გუშინ ავიღეთ ბათუმში 600 ტესტი და გამოვლენილია მხოლოდ ერთი შემთხვევა. რა თქმა უნდა ეს კეთილსაიმედო მაჩვენებელია და ვვარაუდობთ, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება დღეს გამოვლენილ 20 ახალ შემთხვევას, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათი უმრავლესობა
დაკავშირებულია „ავერსის“ კლინიკასთან.

„ავერსს“ მიეცა რეკომენდაციები და დღეის მდგომარეობით, კლინიკის ყველა ქსელის წარომადგენლები იტარებენ ტესტირებებს. ყველაფერი აყვანილია როგორც მინისტრის, ისე პრემიერ-მინისტრის დონეზე“, - განმარტა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების მხრიდან ბათუმში შემოწმებულია 7 ობიექტი, მათგან 2 არ ფუნქციონირებდა, ხოლო 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათ ჰქონდათ მითითება, რომ ნორმები უნდა შეესრულებინათ და მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ.

შეგახსენებთ: ბათუმში, საკონდიტრო „დონას“ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" კონფერენციაზე მყოფ მედიკოსს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის "ავერსისის" კლინიკის ქსელის თანამშრომელია.