SavvY-ს მმართველი პარტნიორის, მარიამ ქოიავას თქმით, მნიშვნელოვანია რომ ღვინის მწარმოებელს თითოეულ საექსპორტო ქვეყანაზე ჰქონდეს განსხვავებული და იმ ქვეყანაზე და ბაზარზე მორგებული სტრატეგია.
როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, ქოიავამ აღნიშნა, შეუძლებელია ერთი საექსპორტო სტრატეგიით ღვინის გატანა შევძლოთ რუსეთში და ასევე აშშ-სა და ინგლისშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ ღვინის სექტორის დიდი ნაწილი ექსპორტზე მოდის.
„ჩვენ გავაანალიზეთ 2018 წლის არსებული ფინანსური ანგარიშგებები ტოპ-63 მწარმოებელ კომპანიაში და რიცხვები შემდეგნაირია: 512 მლნ ლარი არის ძირითადი შემოსავლები და აქედან უდიდესი ნაწილი არის ექსპორტი.
რაც შეეხება ჩვენს საექსპორტო ქვეყნებს, დამოკიდებულება რუსეთზე არის საკმაოდ მაღალი. რასაც ვისურვებდით გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ იყოს დივერსიფიცირებული. არ ვამბოთ, რომ იქ ღვინო არ შევიტანოთ, თუმცა, ეს პროცესი უნდა იყოს მართვადი, იმიტომ რომ გაურკვევლობის და მოლოდინების შემთხვევაში არ დაზარალდნენ ქართველი მეღვინეები და მცირე მარნები განსაკუთრებით“, – განაცხადა მარიამ ქოიავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში აშშ-ში ღვინის ექსპორტის მცირედი ზრდა დაფიქსირდა:
„იმიტომ რომ იქ გასტრონომიის ნაწილია ღვინო და შესაბამისად მოხმარება ონლაინ არის რეკორდულად გაზრდილი. თუმცა, ზოგად ტენდენციებსაც რომ დავაკვირდეთ ძალიან ბევრი გაურკვევლობა არის დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ განაგრძობს გლობალური საბოლოო მომხმარებელი ქცევას. ალკოჰოლურ ბიზნესში ზრდა თუ მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, "ლოკდაუნებისა" და კარანტინის პერიოდები შეიძლება ასეთი მკვეთრი არ იყოს, იმიტომ რომ უფრო შეიძლება ჩვევაში გადავიდეს იზოლაციის ნაწილი და არ იყოს ასეთი აქტიური მოხმარება, მათ შორის ღვინის. ამიტომ ესეც ნიშანდობლივი ფაქტორია“.
მარიამ ქოიავამ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით გვაქვს ჭარბი ღვინო ჯამურად და ალბათ ყველაზე მეტად მოგებას ნახავენ ის ქვეყნები, რომლებსაც ექნებათ კარგი და სწორი გაყიდვების სტრატეგია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა