მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქოიავამ USAID-ის ფორუმზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა

5e45938015ac2
BM.GE
13.02.20 23:11
929
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამამ კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმი გამართა, სადაც განხილული იყო კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.

აგრეთვე, გამოვლინდა ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით. ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.