მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SavvY: მცირე და საშუალო კომპანიების ინოვაციების ტემპი საკმაოდ დაბალია

6017e18bd5b49
ლიკა გურაბანიძე
01.02.21 16:42
633
"მცირე და საშუალო კომპანიების ინოვაციების ტემპი საკმაოდ დაბალია,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიამ 2020 წელს ერთ-ერთი დიდი დარტყმა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.

“SME-ს დეფინიცია ჩვენთან საკმაოდ ფართო და სოლიდურ კომპანიებს მოიცავს. დასაქმებულთა 60% მხოლოდ ამ სექტორზე მოდის. SME-ის კომპოზიცია საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებული და ჭრელია. აქ SME კომპანიების ინოვაციების ტემპი და ახლებური გადაწყვეტილებების დანერგვის ტემპი საკმაოდ დაბალია და ჩვენს რეგიონს ჩამორჩება.

შესაძლოა, ინოვაცია იყოს ტექნოლოგიური; მაგალითად, ძველი მანქანა-დანადგარი ახლით ჩავანაცვლოთ და მეტ წარმადობას მივაღწიოთ. ასევე, ინოვაცია შესაძლოა, მეთოდოლოგიური იყოს, რაც საოპერაციო საქმიანობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

ჩვენი SME სექტორის სიმპტომატური ნაწილი არის ის, რომ უმეტესწილად აქ დასაქმებული მენეჯერები იმდენად არიან ყოველდღიურ საქმინაობაში გახვეულები, ხშირად ზოგადი სურათის ფოკუსირება რთული ხდება, რაც ბიზნესის შემდგომი განვითარების ეტაპებს აფერხებს. კომპანიის მენეჯერი თავისავე საქნის მძევალი შესაძლოა იყოს”, - აღნიშნა ქოიავამ.