მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SavvY: პირველ რიგში, გართობისა და დასვენების მიმართულება დაიწყებს სწრაფი ტემპით აღდგენას

600eb3c2ede2f
ლიკა გურაბანიძე
25.01.21 20:41
833

“ტურიზმის თემა ერთ-ერთი ცხელი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აქ მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა დაიწყებს პირველ რიგში აღმავლობას. გეტყვით, რომ პირველ რიგში გართობისა და დასვენების მიმართულება დაიწყებს საკმაოდ სწრაფი ტემპით აღდგენას. ამისთვის კომპანიები შესაბამისად უნდა მოემზადონ", - განაცხადა SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ. თუმცა, ჯერჯერობით ზოგადად ტურიზმის სექტორის აღდგენის ნიშნები არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება, ჯერ კიდევ ბუნდოვანია როგორ და როდიდან შეძლებს საქართველო უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას და მიღებას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მდგრადი სტრატეგიაა ევროპული ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა გავზარდოთ, 2021 წელს, მოკლევადიან პერსპექტივაში, აქცენტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყნებში გადაადგილება უფრო მარტივია და ასევე იმ ქვეყნებზე, სადაც ვაქცინაციის ტემპი უფრო სწრაფია. მაგალითად, ისრაელი სადაც ორი კვირის წინ მოსახლეობის 20%-ზე მეტი უკვე აცრა.” - განაცხადა ქოიავამ.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტად საქმიანი ტურიზმი დაზარალდება.

“საქმიან ტურიზმზე ორიენტირებული პროექტების ინვესტორები უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ, ხომ არ საჭიროებს მათი პროექტები სხვა ტურისტული მიმართულებების კუთხით მოდიფიკაციას.

არ შეძლება მხოლოდ მომსახურების სფეროზე ვიყოთ დამოკიდებულები. აქ შესაძლებელია საოპერაციო მოდელების გადაწყობა მოხდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ის მოდელი, რისი მიხედვითაც ბიზნესები ამ დრომდე მუშაობდნენ.” - აღნიშნა მარიამ ქოიავამ.