მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოები, მედია და სადისტრიბუციო კომპანიები სპეციალური საშვებით იმუშავებენ

5e81f503a7620
ინგა მურუსიძე
30.03.20 17:33
2571
საწარმოები, მედია და სადისტრიბუციო კომპანიები მუშაოებისთვის სპეციალურ საშვებს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საშვებს გასცემს სპეციალური საბჭო, რომელიც საგანგებოდ შეიქმნება ყველა რაიონში.

„ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციურობიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მედია თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო დაწესებულებების, ბანკების და აფთიაქების მუშაობა აუცილებელია, თუმცა ჯანმრთელიობა უპირველესი ღირებულებაა. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი გასცემს საშვებს როგორც მედიისთვის, ისე პურის ქარხნებისთვის, დისტრიბუციის კომპანიებისთვის, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს“, - განაცხადა გახარიამ.