მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოების საქმიანობა და ტექდათვალიერების გავლა არ იკრძალება - ნათია თურნავა

5e79d1207f93e
ინგა მურუსიძე
24.03.20 13:20
806
საწარმოების საქმიანობა და ტექდათვალიერების გავლა არ იკრძალება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბევრი შეკითხვა შემოდის წარმოებებიდან. ისინი აგრძელებენ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, უბრალოდ ჩვენ მენეჯერებისგან მოვითხოვთ, ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას, ეს არის მარტივი წესები, რომელიც შეიცავს თერმოსკრინინგს, პერონალის აღჭურვას, დეზინფექციას და ა.შ.“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი შეკითხვა ისმის ასევე ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით. მინისტრი განმარტავს, რომ
ეს მომსახურეობა აკრძალვებში არ შედის წესების დაცვით.

„განვმარტავთ, რომ მცირე ჩამონათვალის გარდა, ქვეყანაში (მარნეულის და ბოლნისის გარდა) ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება ეპიდემილოგების მიერ დაწესებული წესების დაცვით“, - აღნიშნა თურნავამ.