მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავი არაბრენდირებულ ბეზინგასამართ სადგურებზეც გაძვირდება - "მატება 10 თეთრი იქნება"

61fa7a152b264
ბექა ბაციკაძე
02.02.22 16:23
1398

საწვავის ფასი არაბრენდირებულ სადგურებზეც გაიზრდება - მატება 10 თეთრი იქნება - ამის შესახებ განცხადება კომპანია „ბიოილის“ გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა "საქმის კურსის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ფასები მათ ბენზინგასამართ სადგურებზე, ბრენდირებულისგან განსხავევით ისედაც დაბალია და რეგულარის მარკის საწვავი 2 ლარი 75 თეთრი ღირს, თუმცა საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით ღირებულების შემდეგომი ზრდა გარდაუვალია.

„ჩვენს შემთხვევაში საწვავის ფასეზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ფასები და ლარის კურსი, ლარი ამ ეტაპზე არის გამყარებული. შესაბამისად, საწვავის ფასის კლების მიმართულებით, ეფექტის მოცემა მხოლოდ აქციზის განაკვეთის შეცვლას შეუძლია და ეს ეფექტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 30-თეთრიანი ლიტრზე", - აცხადებს რუსუდან რამაზაშვილი.

ინფორმაციისთვის, ნავთობის საერთაშორისო ფასები ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმზეა. 2022 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,34 დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86,61 დოლარი/ბარელზე.