04.ივლისი .2022 15:00

საწვავი ძვირდება, დიზელზე ფასებმა 4.70 ლარს გადააჭარბა

საწვავი ძვირდება, დიზელზე  ფასებმა 4.70 ლარს გადააჭარბა
views 2244
უკან

საწვავი ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა.

21 ივნისიდან, „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები სხვადასხვა კატეგორიაზე 5-19 თეთრით არის შეცვლილი. განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. მათ შორის, ეკო დიზელზე ფასმა 19 თეთრით მოიმატა და ახლა 4.76 ლარი ღირს,  ევრო დიზელზე - 18 თეთრი მატების შემდეგ ფასი 4.72 ლარია

გაძვირების ტრენდია "სოკარის" ქსელშიც. ფასები 5-11 თეთრით გაიზარდა. "გალფის“ ბრენდით მოქმედ ავტოგასამართ ქსელებში ფასის 7-10 თეთრიანი ზრდაა.

„კრიტიკულად რთული ვითარებაა დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან დიზელის საერთაშორისო ფასები „პლატსის“ მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილია, მეორე ფაქტორი ის არის, რომ მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა დიდი პრობლემებია. აზერბაიჯანიდან 2 თვეზე მეტია დიზელის მოწოდება არ ხდება და ეს ფაქტია. მიზეზი აზერბაიჯანის დიზელის საწარმოო ქარხნის გადაიარაღებაა. საქართველოში რეალიზებული დიზელის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ მოკლე იყო. გარდა ამისა, რუსეთიდან დიზელის საწვავი საკმაოდ შეფერხებებით მოდის. ამ ფაქტორებმა, დიზელის ფასი ერთი თვის განმავლობაში 40-45 თეთრით გაზარდა“, - განმარტა 29 ივნისს BM.GE-სთან  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.

ფასების მკვეთრი ცვალებადობა ნარჩუნდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ივნისის შუა რიცხვებში არსებული 125 დოლარიანი ნიშნულის შემდეგ,  Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი შემცირებულია. 4 ივლისის ვაჭრობაზე, თბილისის დროით 14 საათისთვის 1 ბარელი Brent-ის ღირებულება 112.3 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა