საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს. პრემიერ-მინისტრს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა, აღნიშნულის თაობაზე კონკურენციის სააგენტომ პრემიერის ინიციატივით იმუშავა.
ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მზის, ქარის, ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების პროექტებზე.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ყურადღება დაეთმო კურორტების განვითარების გეგმას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ