მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - რატომ ძვირდება ბენზინი?

609d60de4a626
თათია ჩაფიჩაძე
13.05.21 23:00
3134
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში საწვავის ფასის რეკორდულად გაზრდის მიზეზებს განმარტავს. „საქმიან დილასთან“ საუბრისას ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასი, რასაც ადგილობრივ ბაზარზე გაუფასურებული ლარის ფაქტორიც დაემატა.

მთვრალაშვილი ამბობს, რომ გაზრდილი ფასის გამო მცირდება გაყიდვების მაჩვენებლები, რაც ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახება.

„პანდემიამდე ბარელი ნავთობი $65 ღირდა , რაც შეეხება ბენზინს, პლაცის მიხედვით იყო $585. მიმდინარე ეტაპზე გვაქვს "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟის მიხედვით $69. პლაცის მიხედვით 1 ტონა ბენიზინის ფასი საშუალოდ $655 ფარგლებშია. ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფასი მომატებულია. მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტის შესყიდვა ხდება დოლარში, ლოჯისტიკური ხარჯი მთლიანად დოლარშია, შესაბამისად ეს განსაზღვრავს საწვავის ფასს. პანდემიამდე ლარის გაცვლითი კურსი გვქონდა 2.85, დღეს გვაქვს 3.45, ანუ ლარი დღემდე გაუფასურდა თითქმის 60 პუნქტით.

მთლიანობაში როცა ვსაუბრობთ მოცემულობაზე ვითარება საკმაოდ რთულია, ვღებულობთ რეკორდულად მაღალ ფასებს და როცა ფასებზე ვსაუბრობთ, ეს ეხება საზოგადოებას, მომხმარებლებს, ბიზნეს სუბიექტებს, რომელსაც კონკრეტული თანხა ჰქონდათ გათვლილი საწვავზე. ფასის ზრდის გამო ცალსახად და უპირობოდ არის უკმაყოფილო მომხმარებელი, რომელსაც ვერ უხსნი ამ ვითარებას. ეს ყველაფერი იწვევს გაყიდვების შემცირებას, რაც ნიშნავს რომ მცირდება შემოსავლები. ჩაკეტვების პერიოდში მოხმარება 15-20%-ის ფარგლებში გვქონდა, მიმდინარე ეტაპზე სხვა გამოწვევის წინაშე დგას სექტორი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი პრობლემაა თავად ინდუსტრიისთვის.“ - აცხადებს მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცალკეულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა.