მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საწვავის ფასთან დაკავშირებით მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს“

6242d5fcdbeb2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 13:47
1109
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი საწვავის ფასთან დაკავშირებით გამოსავლის საპოვნელად აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ქვეყანაში საწვავის გაძვირების ფაქტორები დაასახელა და აღნიშნა, რომ ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული.

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობ პროდუქტებზე. ბუნებრივია ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე.

პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ამბის სათავისოდ გამოყენებას, თუმცა ვფიქრობ, რომ აქცენტის გამოსავალზე უნდა გადავიტანოთ და არა პრობლემის სიმწვავეზე. ეს პრობლემა ნამდვილად არ აღმოუჩენია ოპოზიციას. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.