მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 1004.8 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბენზინისა და დიზელის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.3 ათასი ტონით, ანუ 1.2%-ით გაიზარდა. (2019 წლის 11 თვე - 992,5 ათასი ტონა). ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში იუწყებიან, რომ ამ პერიოდში ბენზინის იმპორტი შემცირდა, დიზელის კი გაიზარდა.
იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 493.7 ათასი ტონა შეადგინა. კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8.2 ათასი ტონა, ანუ 1.6%-ია(2019 წლის 11 თვე - 501.9 ათასი ტონა). ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 511.1 ათასი ტონაა, რაც გასულ წელთან შედარებით 20.5 ათასი ტონით, ანუ 4.2%-ით მეტია. (2019 წლის 11 თვე - 490,6 ათასი ტონა).
„პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით.
რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის თავის მხრივ უკავშირდება შემდეგს:
• სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა;
• საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება - 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 16.4%-ით გაიზარდა;
• მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება;
• ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება;
• კომპანიების მიერ მთელი წლის განმავლობაში დაბალი საერთაშორისო ფასების პირობებში საწვავის მარაგების შექმნა», - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემდეგ ქვეყნებზე მოდის: რუსეთი - 308.4 ათასი ტონა (30.7%); აზერბაიჯანი - 194.0 ათასი ტონა (19.3%), რუმინეთი - 192 ათასი ტონა (19.1%), ბულგარეთი - 102.9 ათასი ტონა (10.2%); თურქმენეთი - 93.2 ათასი ტონა (9.3%), საბერძნეთი - 40.6 ათასი ტონა (4.0%), ყაზახეთი - 39.1 ათასი ტონა (3.9%), თურქეთი - 14.7 ათასი ტონა (1.5%), მოლდოვა - 10.7 ათასი ტონა (1.1%); და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა