მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა მინიმუმ 30 ათასი ლარამდე გაიზარდოს

5f087727d3f95
ინგა მურუსიძე
10.07.20 18:16
1347
საწვავის ხარისხის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შესაძლოა მინიმუმ 30 ათასი ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და რომლის განხილვაც დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაიწყო.

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. წილოსანის ინფორმაციით, კანონს დაექვემდებარება როგორც იმპორტიორი, ისე მწარმოებელი და რეალიზატორი.

„იმპორტიორის და მწაროებლის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი და ამასთანავე, იმპორტირებული საწავავის ფაქტობრივი ღირებულების და საბაჟო გადასახადის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. ასევე მწარმოებელთან მიმართებაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი და ასევე წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობა, ხოლო რეალიზაციის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არის ერთჯერადი - 20 ათასი ლარის ოდენობით და ასევე ავტოგასამართ სადგურზე ნავთობპროდუქტების საცავზე მიწოდებისთვის განკუთვნილი ფაქტობრივი გარემოების ამავე საწავავის ადგილზე მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ჯარიმები დიდია და იმისთვის არის, რომ ამ მუხლებზე დაქვემდებარებულმა პირებმა ეს მიიღონ პრევენციის სახით.

„დანაშაულის განმეორების შემთხვევაში დანაშაული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ხდება და დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას და გამოსასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე, ანდა ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბართში მოყვანილია სტატისტიკა ბოლო წლებში ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შესახებ.

კერძოდ, სტატისტიკური მონაცემებით:
- 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
- 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
- 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270- მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.
- 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. 

საუბარია როგორც ბენზინზე, ისე დიზელზე. კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა და გიორგი გაჩეჩილაძე.