პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევა ჩატარდა, რომლის თანახმად, სულ აღებულია 92 ერთეული სინჯი, მათგან 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებულია ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი, ასევე, 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს, უფრო მეტიც 2-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად დაშვებული 50 მგ/კგ ფიქსირდება 211 მგ/კგ.
გარემოს დაცვის კომიტეტზე აღნიშნული კვლევის შედეგები მოისმინეს. თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად bm.ge კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს ესაუბრა.
„კომიტეტში ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში გამოვავლინეთ შემაშფოთებელი ფაქტი, რაც გულისხმობს საწვავში დაბინძურების მაღალ ხარისხს. ქვეყანა ეტაპობრივად გადადის ეკოლოგიურად მაღალი დონის საწვავის ხარისხზე, რაც მთავრობის დადგენილი ნორმებით და ჩვენ მიერ დადგენილი ნორმებით არის განსაზღვრული. გარდა ამისა, ეს საჭიროა ადამიანებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველსაყოფად. გამოიკვეთა, რომ როგორც 2018, ისე 2019 და 2020 წლებში ვითარება ფაქტობრივად არ იცვლება და შემოწმებული ბენზინგასამართი სადგურებიდან ამოღებული საწვავის ხარისხი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენი კომიტეტის ინტერესის ფარგლებში არ შედის იმის მოკვლევა, ბრენდირებული საწვავი არღვევს კანონს, თუ არაბრენდირებული. მთავარია, რომ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე. ვგეგმავთ, რომ დავაინიციროთ ძალიან მკაცრი რეგულაციები კანონის დარღვევის რეგულირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
რაც შეეხება კანონპროექტზე, რომელზეც კანონპროექტი მუშაობს, ნინო წილოსანი ამბობს, რომ რეგულაციები იქნება გაცილებით მკაცრი, ვიდრე ახლა არის.
„ამჟამად ვიკვლევთ, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ არასუფთა საწვავი იყიდება. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ჯარიმები არ არის საკმარისი და რეალიზატორს არ აქვს ინტერესი გააუმჯობესოს საწვავის ხარისხი, რადგან შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს. ვფიქრობთ შესაძლოა, კანონის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს. ამჟამად ჯარიმის ოდენობა 8 ათასი ლარია და შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის