კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ საავტომობილო საწვავზე ფასები შემცირდება. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2022 წლის მარტიდან დღემდე 1 ლარზე მეტად არის შემცირებული ყველა ტიპის საწვავზე ფასები. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარება. თუმცა ვთვლით, რომ მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება. დღევანდელი წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, - თქვა ლექვინაძემ.
რაც შეეხება საწვავის ფასების კუთხით ბაზრის მოკვლევას, მისი შედეგები თებერვალში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, მოკვლევის დაწყების შემდეგ, საწვავის რეალიზატორებს შორის კონკურენცია გაიზარდა.
„დავაკვირდით ტენდენციას, რომ მსხვილ კომპანიებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასებს შორის სხვაობები იყო მინიმალური და მოკვლევის დაწყების შემდეგ, ეს სხვაობები გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ კომპანიები ერთმანეთთან მეტ კონკურენციაში შევიდნენ. გარდა ამისა, თუ მოკვლევის დაწყებამდე მცირე და მსხვილ ქსელებში ყველაზე იაფფასიანი საწვავი საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობით იყო წარმოდგენილი (60-80 თეთრი), დღეს მათ შორის ეს ფასთა სხვაობა არის შემცირებული.
აგვისტოში დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის წინააღმდეგ მოკვლევა და საკითხი ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას. ამ ეტაპზე ეკონომიკური ანალიზი დასრულებული გვაქვს და კომპანიებისგან ინფორმაცია მიღებული გვაქვს. ახლა მიმდინარეობს დამუშავება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გადაწყვეტილებას თებერვლის თვეში გავაცნობთ საზოგადოებას“, - თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრეკლუბში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი