მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის - დავითაშვილი

640f177977b69
მარიამ ვარადაშვილი
13.03.23 17:17
710
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი კიდევ არსებობს. დავითაშვილმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, მათი მოლოდინით მარტში წლიური ინფლაცია კიდევ შემცირდება. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა.

“იმედი გვაქვს, რომ მარტში ინფლაცია კიდევ უფრო დაიწევს და ფასი შემცირდება როგორც სურსათზე, ასევე საწვავზე. საწვავის ფასის კლება, რაც ნავთბიმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა განაცხადეს, სახეზეა. ფასი იკლებს, თუმცა ვფიქრობთ, ფასის კლების რესურსი კიდევ არის და ამაზე ინტენსიური დიალოგი იქნება”,-განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ გასული წლის აგვოსტოში საწვავის ბაზრის მოკლევის შედეგები გამოაქვეყნა. სააგენტოს განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მსხვილ იმპორტიორებს საწვავი რუსეთიდან იაფად შემოჰქონდათ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი ევროპიდან იმპორტირებული ბენზინის ფასს უტოლდებოდა.