საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე სრულიად არაპროგნოზირებადი ვითარებაა. გაზრდილია ნავთობპროდუქტების ფასიც და ერთ ტონაზე უკვე 800 დოლარს შეადგენს. როგორც საქართველოს ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელი საერთაშორისო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, შესაძლოა ფასმა ბარელზე 100 დოლარსაც მიაღწიოს. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე რჩება, თუმცა თუ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე ფასი არ შემცირდა, ფასების კორექტირება გარდაუვალია.
დღეს ბიზნესი საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების ერთადერთ მექანიზმად, მცურავი აქციზის შემოღებას მიიჩნევს.
„მიმდინარე ეტაპზე საწვავზე ფასები ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელზეა. ბოლო პერიოდის ტენდენცია წლის დასაწყისიდან გლობალურ ბაზრებზე არის შემდეგი: ნავთობის ფასები იზრდება. დღეს ნავთობის ფასი არის ბოლო 7 წლის მაღალ მაჩვენებელზე. 2014 წლის შემდგომ ასეთი მაღალი ფასები ნავთობზე არ ყოფილა. პლატცის მიხედვით, ბენზინის შემთხვევაში ფასი 800 დოლარია ტონაზე. ასეთი ფასი მაშინაც არ ფიქსირდებოდა, როდესაც გასულ წელს, პიკური მაჩვენებლები იყო გლობალურ ბაზრებზე, .
მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები მზარდია. ცხადია ეს ცუდ და არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოში ფასების მატება მიმდინარე ეტაპზე არ ხდება, მაგრამ რა იქნება მომავალში, ამის განჭვრეტა რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები მუდმივად მზარდია, მოლოდინები, სამწუხაროდ არ არის ოპტიმისტური. შესაბამისად თუ ეს მოცემულობა გლობალურ ბაზრებზე არ შეიცვლება და ნავთობის ფასი შემცირებას არ დაიწყებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირდაპირ დამოკიდებულები ვართ იმპორტზე და გვაქვს ის საგადასახადო კანონმდებლობა, რაც გვაქვს, ვითარება სამწუხაროდ ფასების კორექტირებას გამოიწვევს.
ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, მის პარალელურად OPEC არ ახდენს ნავთობის წარმოების ზრდას, ეს განაპირობებს იმას, რომ ნავთობზე ფასები იზრდება და სხვადასხვა გათვლებით საუბარია რომ ის შესაძლოა ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულზეც მივიდეს, ყოველ შემთხვევაში ფასების კლებაზე საიმედო პროგნოზები არ კეთდება.
გამოსავალი ჩვენს ხელთ არსებული რაც არის, ესაა, რომ შემოვიღოთ მცურავი აქციზი, და ამით ვარეგულიროთ საწვავის ფასები. სხვა შემთხვევაში ფასების შეკავების ბერკეტი არ არსებობს. თუ ამაზე ვიფიქრებთ, რომ შემოვიღოთ ეს ინსტრუმენტი, ამან შეიძლება ვითარება დააბალანსოს. ეს შეაკავებს ფასების ზრდას“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ