მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე მაღალი ფასის გამო, საქართველოში დიზელი კონტრაბანდული გზით შემოედინება - ვანო მთვრალაშვილი

61e8281dd2bda
ელენე გოგბერაშვილი
19.01.22 20:40
1080
საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე მზარდი ფასის გამო გასულ წელს ლოკალურ საცალო ქსელებში საწვავის ფასი უკვე 3-ლარიან ნიშნულს გასცდა. დღეს სადგურებზე ბენზინის მაქსიმალური ღირებულება 3.33, დიზელის კი 3.19 ლარია.

როგორც ირკვევა, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი გარკვეულ სუბიექტებს ქვეყანაში შედარებით დაბალ ფასად აღურიცხავი საწვავის შემოტანას უბიძგებს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, მსგავს ფაქტებს პირველ რიგში ადგილი აქვს მეზობელი აზერბაიჯანიდან, საიდანაც დიდი რაოდენობით აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოედინება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდებოდა ძალიან მაღალი ფასები საწვავზე, გასულ წელს ადგილი ჰქონდა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის აღურიცხავად, კონტრაბანდული გზით საწვავის შემოდინებას, რადგან ფასთაშორის სხვაობა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის დიზელის საწვავზე არის ძალიან დიდი.

საშუალო ფასი აზერბაიჯანში დიზელის საწვავზე ესაა 1.40 ლარი, როცა ჩვენთან არის 2,90-3.00 ლარი. შესაბამისად სწორედ ეს დიდი ფასთაშორის სხვაობა აძლევს მოტივაციას იმ პირებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. მთელი წლის განმავლობაში ეს არამარტო პრობლემა იყო, არამედ მისი მასშტაბიც პერმანენტულად იზრდებოდა. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ცდილობდნენ ეს პროცესი შეეფერხებინათ, თუმცა ეს საკითხი პრობლემად დღესაც რჩება“, -აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.