მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახალხო არტისტები” ბიუჯეტიდან 600-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ - დადგენილება

618297e4b5714
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.21 18:16
5263
“სახალხო არტისტის” წოდების მქონე პირები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიებს მიიღებენ. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 2 ნოემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, “სახალხო არტისების”, ასევე “სახალხო მხატვრების” 600 ლარის სტიპენდია მიეცემათ. მსგავსი შინაარსის დადგენილება საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2011 წელს მიიღო და ის “სახალხო არტისტებისთვის” და “სახალხო მხატვრებისთვის” 400 ლარის სტიპენდიებს ითვალისწინებდა.

მთავრობის დადგენილება ასევე აწესებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ოლიმპიელებისა და საჭადრაკო პრიზიორებისთვის. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს 500 და 800 ლარის სტიპენდიები დაენიშნებათ.

2019 წელს შესული ცვლილებებით კი ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის 1000 ლარის სტიპენდიები არის გათვალისწინებული.

“დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე,” - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველო უკვე მრავალი წელია “სახალხო არტისტის” წოდებებს აღარ გასცემს. უცნობია თუ რამდენ პირი ფლობს დღეს საქართველოში “სახლახო არტისტის” და “სახალხო მხატვრის” წოდებას; BMG შეეცდება, აღნიშნული კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაამოწმოს.