მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი: გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!

5fa840b1a673a
BM.GE
08.11.20 22:58
1164
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიერ ცესკოსთან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ლომჯარია წერს, რომ გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს. 

"უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!,"- წერს ლომჯარია. 

თავისმხრივ, შსს-ს განცხადებით, ისინი აქციის მონაწილეთა მიმართ პროპორციული ძალებს იყენებენ.