მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს შეხვდა

5d7b92b4721ac
BM.GE
13.09.19 17:00
911
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე დღეს ადვოკატ ზვიად კორძაძეს შეხვდნენ და თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

შეხვედრაზე ადვოკატმა სახალხო დამცველს საქმის სამართლებრივი დეტალები გააცნო და საქმეში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა. სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზე დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.