მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს

5e994bdecf0ff
ინგა მურუსიძე
17.04.20 11:12
849
სახალხო დამცველი ხელისუფლებას სიცოცხლის უფლების დაცვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები.

„საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საგანგებოდ მიმართავს საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.

საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.