10.აგვისტო.2018 15:05
საზოგადოება

სახალხო დამცველმა „ჯორჯიან ეარვეისის" წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ჯორჯიან ეარვეისის" წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა
6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით.

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავია-გადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისთვის შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

21.აპრილი.2019 23:18
188

შსს - დაშავდა 55 ადამიანი, 23 პოლიციელი საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიდის

ვრცლად
21.აპრილი.2019 19:36
110

გიორგი გახარია ყველა პოლიციელს და პანკისის ხეობის უხუცესებს მადლობა უხდის

ვრცლად
21.აპრილი.2019 19:00
142

ვიცეპრემიერი პანკისელებთან შეხვედრაზე: ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:54
177

გიორგი გახარია: ჩვენ ისეთ შეთანხმებებს მივაღწიეთ, რომლებიც პანკისის ხეობას სარგებელს მოუტანს

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:49
95

გიორგი გახარია: სპეცრაზმი პანკისის ხეობას დატოვებს, პოლიცია დარჩება

ვრცლად
21.აპრილი.2019 17:45
93

მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ვრცლად