მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველობა 19 კანდიდატს სურს

63369a52cc382
ინგა მურუსიძე
30.09.22 11:26
499
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატები წარადგინა. საქმე ის არის, რომ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა უკვე ეწურება. 

როგორც აღმოჩნდა, ომბუდსმენობა 19 კანდიდატს სურს:

1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი

2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი

3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი

5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი

7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი

8. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე

9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე

11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი

12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი

13. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი

14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი

17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი

18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი

19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი