მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მოთხოვნა 151.5 მილიონზე იყო

5f69c1ae8452d
BM.GE
22.09.20 13:18
876
დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 151 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.280%-ით, მაქსიმალური - 8.450%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.300%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.