მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ფასიან ქაღალდების ფლობაში ბანკების წილი მცირდება, არარეზიდენტი პირების კი იმატებს - TBC Capital

60ec186d6a3ce
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 22:30
683
ივნისში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 716.3 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ კვირის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, არარეზიდენტი პირების ფასიანი ქაღალდების ღირებულება წინა თვის მაჩვენებელზე, დაახლოებით 19 მლნ ლარით მეტია. შედეგად, ამავე პერიოდში, მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი გაიზარდა და 13.2%-ით განისაზღვრა (12.8% - მაისში).

ასევე, ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებულმა სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილმა ზრდა განაგრძო და, მაისში 22.8%-ის შემდეგ, ივნისში 24.5% შეადგინა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში უდიდესი წილი, 60.9%-ით, კვლავ ბანკებზე მოდიოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბანკების წილი ეტაპობრივად მცირდება.