24.სექტემბერი .2019 15:39

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ-ის ქაღალდები გაიყიდა, მოთხოვნა 76.8 მლნ-ზე იყო

views 127
უკან

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 845 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.700 პროცენტით, მაქსიმალური - 8.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა