05.მაისი .2020 14:27

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ-ის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მოთხოვნა 2-ჯერ მეტი იყო

views 270
უკან

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა, მოთხოვნამ კი 150 მილიონი ლარი შეადგინა. 

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 150 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.720 პროცენტით, მაქსიმალური 9.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.887 პროცენტით განისაზღვრა. 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში, "- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან შიდა ვალს იღებს. 2020 წლის ბიუჯეტით, საშინაო ვალდებულებების 1.2 მილიარდი ლარით ზრდა არის დაგეგმილი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა