04.თებერვალი .2020 14:35

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

views 207
უკან

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 201 280 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტით, მაქსიმალური 9.07 პრიცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.044 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა