მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5e8c48ca52922
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.20 13:57
1267
2020 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.

"მოთხოვნამ შეადგინა 108 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.170 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით საქართველოს მთავრობა ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან შიდა ვალს იღებს. 2020 წლის ბიუჯეტით წელს მთავრობას შიდა ვალის 1.2 მილიარდი ლარით ზრდა აქვს დაგეგმილი.