28.ივლისი .2020 16:55

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

views 149
უკან

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 141 500 000 შეადგინა ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.440 პროცენტით, მაქსიმალური 8.690 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.556 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა