მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5d6e2fffd4bb4
BM.GE
03.09.19 13:07
652
2019 წლის 3 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.540 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055 პროცენტით განისაზღვრა.