მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5f5750470b485
BM.GE
08.09.20 13:27
669
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომირნალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციითვე აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ შეადგინა 121 000 000 ლარი.

"მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.094 პროცენტით განისაზღვრა,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით ქვეყნის ადგილობრივი საკრედიტო ბაზრიდან სესხულობს ფულს, რასაც შიდა ვალის აღება ეწოდება. 2020 წლის ბიუჯეტით მთავრობა 1.85 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.