მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, „დელტამ" 8.3 მლნ ლარი არამიზნობრივად დახარჯა

607e98b407dbe
ელენე გოგბერაშვილი
20.04.21 20:00
831
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, საიდანაც იკვეთება, რომ თავდაცვის უწყებამ წინა წლებში ოპერაციების განხორციელების დროს მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯი გასწია.

კერძოდ, უწყების მიერ აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2011 წელს გარკვეული ტექნიკის შემოტანისა და წარმოების შესაძლებლობის შესწავლისთვის, უნდა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, "დელტამ" და ერთ-ერთმა პარტნიორმა არარეზიდენტმა კომპანიამ, დააფუძნეს ერთობლივი საწარმო. სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოს გარკვეული სახის ტექნიკის შეუზღუდავი წარმოების ნებართვა უნდა მიეღო. 

ირკვევა, რომ 2,000,000 ევროს (2012 წელს სამინისტროს მიერ გადახდილია 1,757,785 ლარი ავანსის სახით) ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმომ არარეზიდენტი კომპანიისგან შემდგომი მოდიფიკაციისთვის შეისყიდა 20 ერთეული ტექნიკა, თუმცა არსებული განმარტებებით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ტექნიკურ მახასიათებლებზე და აღნიშნული პროექტი შეჩერებულია, ხოლო საწარმოს მიერ შეძენილი ტექნიკა დღემდე "დელტას" საწყობში ინახება.

ამავე პროექტის ფარგლებში, დელტას მიერ 4,568,178 ლარი გადარიცხულია პარტნიორი არარეზინდენტი კომპანიისთვის, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ტექნიკის წარმოების შესაძლებლობის შესწავლისთვის.

ანგარიშში წერია, რომ აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ჩატარებული კვლევა ან სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებლობების შესწავლის მიზნით განხროციელებული აქტივობები დასტურდება.

„აღნიშნულ პროექტში სულ დახარჯულია 8,346,963 ლარი, რაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს, ვინაიდან პროექტის მიზნები მიღწეული არ არის და გაურკვეველია აქტივებისა და მიღებული მომსახურების დანიშნულება. აღნიშნული საკითხი აუდიტის სამსახურის მიერ 2014 წელს გაგზავნილია სამართალდამცავ უწყებაში“, - წერია აუდიტის დასკვნაში.