მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი მუშაობა მნიშვნელოვანია - კოვზანაძე

62a8704bbb045
BM.GE
14.06.22 16:24
570
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას ძირითადად ნაერთი ბიუჯეტის დაფარვისა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლები განსაზღვრავს. 2021 წელს ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელმა - 90%, ხოლო რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელმა 43 % შეადგინა, რომელიც ვფიქრობ, პოტენციურად გაიზრდება", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტის მხრიდან საჯარო ფინანსებზე კონტროლის მთავარი ინსტრუმენტია.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გამართული, პროფესიული და რაც მთავარია, დამოუკიდებელი მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

87-გვერდიანი ანგარიში, რომელიც პარლამენტს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა წარუდგინა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რაზეც აუდიტის სამსახურმა 2021 წლის განმავლობაში იმუშავა.

რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.