მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების (SAI-PMF) უმაღლესი შეფასება მიიღო

62a83cf48cfd2
BM.GE
14.06.22 11:51
747
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების (SAI-PMF) უმაღლესი შეფასება მიიღო. ამის შესახებ bm.ge-ს აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (SAI-PMF) ინდიკატორებით სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების ფარგლებში გაწეული საქმიანობით შეფასდა და მაქსიმალური 4 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება გაუტოლდა ევროკავშირის ქვეყნების დონეს.

SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექამიზმია, რომელიც აფასებს როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მანდატს, შიდა მმართველობასა და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციასა და ადამიანური რესურსების მართვას.

აუდიტის სამსახური SAI-PMF -ით პირველად 2017 წელს შეფასდა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ. მიღებულმა საშუალო მაჩვენებელმა 2.2 ქულა (მაქსიმალური 4 ქულიდან) შეადგინა და ნათლად წარმოაჩინა იმ დროისათვის არსებული გამოწვევები. ამ შეფასების შედეგების საფუძველზე შემუშავდა სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგია, რომლის მიზნებსა და ამოცანებში გაიწერა გასატარებელი რეფორმები და ღონისძიებები.

2018-2021 წლებში, აუდიტის სამსახური მიზანმიმართულად მუშაობდა SAI-PMF-ის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად და მიაღწია სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა მიზნობრივ ნიშნულს.