26.აპრილი .2020 12:26

სახელმწიფო ახლა არ უნდა იწყებდეს "ქექვას" - ფინანსთა მინისტრი მცირე კომპანიების გაუმჭვირვალობაზე

views 912
უკან

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის კრიზისმა კარგად დაგვანახა, რომ აუცილებელია მცირე კომპანიებსაც ღიად და გამჭვირვალედ ჰქონდეთ თავიანთი მონაცემები, რათა მსგავს სიტუაცებში სახელმწიფოს “ქექვა” არ მოუწიოს და მიზნობრივად მიმართოს დახმარება მათკენ. ამის შესახებ მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მცირე კომპანიები რაღაც მიზეზების გამო გამჭვირვალობისგან თავს იკავებენ და ჰგონიათ, რომ თუ თავიანტ მონაცემებს გაასაჯაროვებენ, საფრთხის წინაშე დგანან.

“ჰგონიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარდაგენენ თავის მონაცემებს SARAS-ის (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საიტზე) რეფორმის ფარგლებში, საფრთხე აქვთ. სინამდვილეში ამ კრიზისმა გამოამჟღავნა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს მცირე მეწარმეები იყვნენ მაქსიმალურ გამჭვირვალები, გვქონდეს წვდომა მათზე და მეტი ინფორმაცია, რომ დახმარებები იოლად და სწრაფად მოხდეს. და არ დავიწყოთ ახლა იმის ქექვა, რამდენად სწორია - ეს მართლა ამ საქმიანობას ეწევა თუ არა, აქვს თუ არა სწორი აღრიცხვა და ა.შ. ეს კრიზისი აყენებს დღის წესრიგში იმ სტანდარტს, რომ პატარა კომპანიებმაც ღიად და გამჭვირვალედ აწარმოონ აღრიცხვა. რეალურად ისინი სხვადასხვა პროგრამებისა და დახმარების ბენეფიციარები უფრო მარტივად გახდებიან”,- აცხადებს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა