სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 11 ივლისს ოფიციალურად დამტკიცდა. ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს და პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად საწყისი კაპიტალი 300 000 ლარს შეადგენს.
როგორც სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ილია თამარაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, აღნიშნული პროგრამა ბიოლოგიური წარმოების ხელშეწყობასა და არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც წარმოების სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ბიოწარმოების განვითარება, ეს პროგრამა ცალკე გამოვიტანეთ და მათ, ვინც გადაწყვეტს ბიოწარმოებაზე გადასვლას, სერტიფიცირების ნაწილში დავეხმარებით. ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარისა. ბენეფიციარებს შეუძლიათ განაცხადი დონორ ორგანიზაციებთან ერთადაც შემოიტანონ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი თანამონაწილეობა არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით განისაზღვრება“, - განაცხადა თამარაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ორ პრიორიტეტულ მიმართულებად მევენახეობა და საფუტკრე მეურნეობა გამოყო. შესაბამისად, ამ სეგმენტის წარმომადგენლებს სახელმწიფო სერტიფიცირების გარდა, ორგანული სასუქებისა და დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების ხარჯის ანაზღაურებაშიც დაეხმარება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ისეთი მიმართულებები გამოგვეყო, სადაც გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ბიოწარმოების გარკვეული კრიტიკული რაოდენობა ვაწარმოოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძირითადად საექსპორტო პროდუქციაა, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ექსპორტზე გავალთ, გარკვეული რაოდენობის წარმოება ადგილზე გვქონდეს. შესაბამისად, ჩვენ გამოვყავით მევენახეობა და საფუტკრე მეურნეობა, სადაც, გარდა სერტიფიცირებისა, დამატებით დავეხმარებით ორგანული სასუქებისა და სხვა ისეთი მასალების შეძენაში, რაც სჭირდებათ მეურნეობის წარმოებაში, მაგალითად, როგორიცაა დაავადებისა და მავნებლების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები და სხვა“, - აცხადებს ილია თამარაშვილი.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მომავალში პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ და მევენახეობისა და მეფუტკრეობის გარდა, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე