2020 წლის რთველში ყურძნის ჯამური საპროგნოზო მოსავალი 300,000 ტონამდეა. უკვე დასკვნით ეტაპზეა რთველი კახეთში, სადაც 16 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 270 000 ტონამდე ყურძენი. რაც შეეხება რაჭას, იქ რთველი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 2100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.
რთველს მთავრობა აქამდე 50 მილიონი ლარით აფინანსებდა, აღნიშნული თანხით ორი სახელმწიფო კომპანია "აკურა (35 მლნ ლარით) და მოსავლის მართვის კომპანია (15 მლნ ლარით) მევენახეებისგან ყურძენს ყიდულობდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დამატებით 10 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვასაც გეგმავს, რის შესახებაც სს "აკურამ" განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე დაარეგისტრირა.
„2020 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის #1182 განკარგულების მე-17 პუნქტის საფუძველზე ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ“ ს.ს „აკურას“ დაევალა 2020 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს,როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ს.ს. „აკურას“ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას
ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რადგან ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი. ღონისძიების მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა უკვე გამოხატულია საქართველოს მთავრობის მიერ „2020 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიების შესახებ“ 2020 წლის 9 ივლისის #1182 განკარგულების გამოცემით, რომლის ფარგლებშიც ს.ს. „აკურა“ ვალდებულებას იღებს დასახული მიზნების მიღწევისათვის ოპერატიულად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია „აკურა“, რომელიც წლების განმავლობაში ყურძნის სუბსიდირების პროგრამაში იყო ჩართული, 2021 წლის დასაწყისში ყოფილ მესაკუთრეებს დაუბრუნდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიის გადაცემა მოხდება იმ აქტივების სახით, რომელიც კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე ეკუთვნოდა.
"დაიწყო აუდიტის პროცესი, რათა განისაზღვროს სახელმწიფო ინვესტიციები, რომელიც ფიქსირებულ აქტივებში იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული. ამიტომ ეს პროცესი აუდიტის მიერ კარგად უნდა შეფასდეს. საბოლოოდ, რეალისტები რომ ვიყოთ, წლის ბოლოსთვის გვექნება სრული სურათი - რა არის სახელმწიფო საკუთრება როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების სახით და რა ქონება დაკარგა დაზარალებულმა. მომავალი წლის დასაწყისში სამართლიანობა მართლაც აღდგება და „აკურა“ თავის მფლობელებს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?