მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დახმარებები დემოტივატორია ადამიანებისთვის, რომ მათ სამსახური იშოვონ - ბერიკაშვილი

5faab690b6976
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.20 12:00
1710
“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო დახმარებები ხანდახან დემოტივატორია ადამიანებისთვის, რომ მათ სამსახური იშოვონ. ამ განცხადებით ბერიკაშვილი ეხმაურება სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ სექტემბერში 7-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 502 ათასი ადამიანი შეადგინა.

“სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს, არამედ იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ჰყავდეს. სოციალური დახმარებები ხშირად არის ხოლმე კონტრპროდუქტიული - ადამიანებს ურჩევნიათ, განსაკუთრებით მრავალწევრიან ოჯახებს, რომ ყველა წევრი ჰყავდეთ ჩართული პროგრამაში და მცირედ თანხას ყველა იღებდეს, იმის ნაცვლად რომ დასაქმდნენ. ლოგიკა მარტივია - თუ დასაქმდებიან, ეს შემწეობა მოეხსნებათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს დახმარება დემოტივატორია მათთვის.

იმას არ ვამბობ, რომ სამუშაო ადგილები ბევრია და ადამიანებს რომ უნდოდეთ, აუცილებლად დასაქმდებიან, მაგრამ დემოტივატორი მაინც არის და ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს”,- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.