მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში მოვლენათა უახლესი განვითარებით შეშფოთებული ვართ

602f5c11bcc3d
BM.GE
19.02.21 10:28
700
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა განცხადება. განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური მოვლენების უახლესი განვითარებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოამჟღავნონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ნებისმიერი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელმაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვია. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლო და საბრალდებო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან თავისუფლების უზრუნველყოფით.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისთვის ხელშეწყობისთვის,"- აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი.